რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, რათა თქვენი შვილის თამაში მეტად ნაყოფიერი გახადოთ?
მიჰყევით ბავშვს
მიეცით საგანი, სათამაშო ან დაასაქმეთ თქვენი ბავშვი და შემდეგ დააკვირდით თუ რას მოიმოქმედებს. არა უშავს თუ ბავშვი ”სწორედ” არ მოქმედებს... მიეცით საშუალება გიჩვენოთ თამაშის ”ახალი გზა”.
არ იჩქაროთ
ძალიან კარგია, რომ აჩვენოთ ბავშვს თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის სათამაშო, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ მის მაგივრად არ ითამაშოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე, როგორიცაა ერთი კუბურის მეორეზე დადება და შემდეგ წაახალისოთ პატარა თვითონაც სცადოს. ამასთანავე, მიწოდეთ საკმარისი დახმარება, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის იმედგაცრუება და შეინარჩუნოთ მისი მოტივაცია ისწავლოს ახალი უნარები.
ამოიცანით თქვენი ბავშვის სიგნალები
თქვენმა პატარამ შესაძლოა ვერ შესძლოს, რომ სიტყვებით გითხრათ როდის აღარ უნდა თამაში ან როდის არის იმედგაცრუებული. მაგრამ მას სხვა გზები გააჩნია ამისათვის - მაგალითად ბგერების, სახის მიმიკისა და ჟესტების გამოყენება. ამ სიგნალების ამოცნობა, რომელიც წინ უძღვის ბავშვის ტირილს, ისტერიკას, გაღიზიანებას დაგეხმარებათ იცოდეთ თუ როდის უნდა ჩაერიოთ ან შეცვალოთ აქტივობა. ამ სიგნალების ამოცნობა ასევე გვამცნობს თუ რომელი აქტივობები მოსწონს უფრო მეტად თქვენს ბავშვს.
ყურადღება მიაქციეთ სათამაშო სივრცეს
არის თუ არა სათამაშო არეალი ბავშვისთვის მეგობრული და უსაფრთხო? ხომ არ არის დიდი ხმაური ან სხვა ყურადღების გამფანტავი ან გამაღიზიანებელი ფაქტორები? სწორი ადგილია თუ არა ეს თქვენს მიერ შერჩეული აქტივობისათვის, როგორიცაა სირბილი, ბურთის თამაში ან ხატვა? სათამაშო სივრცის წინასწარმა მომზადება შესაძლოა თავიდან აგვაცილოს ბავშვის განერვიულება (ისტერიკა-ტანრტუმი), უბედური შემთხვევა თუ დამსხვრეული ლარნაკი.
კიდევ სცადე
ერთი აქტივობის კვლავ და კვლავ გამეორება შეიძლება მშობლებს არ ხიბლავდეს, მაგრამ ეს სჭირდებათ ბავშვებს. ისინი ვარჯიშობენ რათა დასძლიონ გამოწვევა. როდესაც მათ მთლიანად ”მე თვითონ” გამოსდით რამე ისინი ჯილდოვდებიან თვით-შეფასების ამაღლების, კომპეტენტურობის ძლიერი გრძნობით - რწმენით რომ ისინი ჭკვიანები და წარმატებულები არიან. რაც უფრო მეტად ვარჯიშობენ მით უფრო მეტად ხვეწენ უნარებს. შესაბამისად უფრო მალე გადადიან ახალი გამოწვევის დაძლევაზე და სწავლაც გრძელდება. ასე რომ, როდესაც თქვენ გიდათ, რომ დამალოთ სათამაშო, რომლითაც კიდევ ერთხელ თამაშს ფიქრობთ, რომ ვეღარ აიტანთ, დაიმახსოვრეთ - გამეორება არსებით როლს თამაშობს თქვენი ბავშვის განვითარებაში.
ეძიეთ საშუალებები, რომ მოარგოთ თამაშობები თქვენი ბავშვის საჭიროებებს
ეცადეთ, რომ მოარგოთ თამაშობები და აქტივობები თქვენი ბავშვის საჭიროებებს. თქვენ შესაძლოა იყოთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის მშობელი, ნათესავი ან მეურვე. ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური უნარების შეზღუდვამ ზოგჯერ შესაძლოა გამოწვევები წარმოქმნას თამაშის დროს. მიუხედავად ყველაფრის, ყველა ბავშვი სწავლობს თამაშის საშუალებით და შესაძლებელია თამაშების კონკრეტული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება.
ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები შესაძლოა დაგეხმაროთ, რომ თამაში უფრო სასიამოვნო და თქვენი ბავშვის უნარების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების შესაფერისი გახადოთ:
- იფიქრეთ გარემოზე. როგორ მოქმედებს თქვენს ბავშვზე ისეთი ცვალებადი ფაქტორები, როგორიცაა ხმაური და სინათლე? როგრია ფონური ხმაური თქვენს სათამაშო ადგილზე? ჩართულია თუ არა ტელევიზორი თუ რადიო? გარშემო ბევრი ბავშვები არიან? თუ ბავშვი მაინც დაძაბულია თამაშის დროს გადაიტანეთ სათამაშო ადგილი უფრო წყნარ და ნაკლებ მასტიმულირებელ ადგილას.
- როგორ რეაგირებს თქვენი ბავშვი ახალ საგნებზე? ზოგიერთი პატარები, კერძოდ თუ მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ, იოლად აღიგზნებიან (ზედმეტ სტიმულირებას იღებენ), მაშინ როდესაც სხვები სიამოვნებით ერთვებიან აქტივობაში. ითამაშეთ ნელი ტემპით, ერთი საგნით ან სათამაშოთი და თანდათან დაუმატეთ სხვები. დააკვირდით თუ რა რეაქციებს გაჩვენებთ ბავშვი. იღიმება როდესაც ფუმფულა დათუნია ეხება ან ეხუტება? ხომ არ აწუხებს ბავშვს ხმამაღალი ხმები, რომლსაც სათამაშო გამოსცემს?
- როგორ რეაგირებს ბავშვი სხვადასხვა ტექსტურაზე, სუნსა და გემოზე? მაგალითად ზოგიერთი საგნის შეხება და აღება შესაძლოა განსაკუთრებით სასიამოვნო იყოს პატარასთვის. ზოგიერთმა შესაძლოა არა კომფორტულად აგრძნობინოს თავი. ამოიცანით თქვენი პატარას სიგნალები და შესაბამისად არეგულირეთ თამაშის პროცესი.
- ჩართეთ თანატოლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვმა, ისევე როგორც ტიპიურად განვითარებადმა ბავშვმა დაამყაროს ურთიერთობა თანაატოლებთან. დათქვით თამაშის დრო და ეძიეთ საშუალებები, რომ თქვენმა ბავშვმა ითამაშოს სხვა ბავშვებთან, ისეთ დროს როგორიცაა პარკში სეირნობა. თანატოლებთან გართობა მნიშვნელოვანი საშუალება, რომ ბავშვმა ისწავლოს სოციალური უნარები, როგორიცაა გაზიარება, კონფლიქტის გადაჭრა და თანაგრძნობა - ასევე ეს ეხმარება ბავშვებს მოემზადონ სკოლისათვის.
ერთი და იგივე აქტივობის შესრულებისას თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს ახალი სიტყვების გაგებაში და ამავე დროს ასწავლოთ ახალი ჟესტები ან რაიმე ახალი სიტყვა.
თუ თქვენ ბავშვს უყვარს სათამაშოს დაძინება, მაშინ კომუნიკაციის კარგი მიზანი მის შემთხვევაში იქნება ისეთი სიტყვების აზრის გაგება, როგორიცაა დაწვენა, გაღვიძება, ხვრინვა.
No comments:
Post a Comment